ქუთაისში მერის მრჩეველთა საბჭოზე გარემის დაცვითი სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.
14:00 საათზე პირველი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა მერიის სათათბირო დარბაზში დაიწყო.
შეხვედრაზე მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეწარმე ქალთა ფონდის პროექტის შედეგები, ქუთაისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, 2020 წელს განსახორციელებელი ახალი პროექტები და სხვა.