ქუთაისში გაზის ავარიულმა გამორთვამ, ელექტრო ენერგიის სრული დატვირთვა გამოიწვია, რაც რამდენიმე უბანზე ელექტრო ენერგიის დროებითი გათიშვის მიზეზი გახდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აბონენტების უმეტესობას ელექტრო ენერგია მიეწოდება.
იმ აბონენტებს რომლებსაც ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ აქვთ ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკონ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე 0322-47-17-07