“გუშინ სიების გადამოწმების შემდეგ, ქუთაისში 43-ე უბანზე, როდესაც ვამოწმებდით გადასატან ყუთში არსებულ მონაცემებს, ვინ არიან, რამდენი ადამიანია, როგორ ჰქონდათ ამ ადამიანებს საშუალება რომ გადასატან ყუთში მოხვედრილიყვნენ.
საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩვენ წარმომადგენელთან წამოსცდა, რომ გადასატან ყუთზე, 43-ე უბანზე, მიმაგრებულია ქართული ოცნების ადგილობრივი კოორდინატორი ვინმე ქალბატონი ციცო.
19 უბნის გადამოწმების შემდეგ ჩვენი მასალა, რომელიც ამ დარღვევებზე გვაქვს, მიწოდებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მათ შორის, გასწორდება ყველა მათგანი.
ამიტომ, ქუთაისში გადამოწმებული იქნება ყველა კედლის სია“. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.