ქუთაისში, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ბორში“ მიიტანეს და პარტიის პოლიტიკა გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე „ბორში“ ,,პატრიოტების ” მხარდამჭერებისთვის მიიტანა.
მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული „ბორში“. აკაკი საღინაძის განცხადებით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატი და შეურაცხყოფაა.
,,მოკლედ, რომ გავიგე “პატრიოტთა ალიანსი” დღეს დიდ აქციას მართავდა ქუთაისის ცენტრში, გადავწყვიტე სამოქალაქო პროტესტი გამომეხატა პერფომანსის სახით, სახლში გავამზადე რუსებისთვის საყვარელი სლავური კერძი ბორში და მივიტანე აქციაზე ქალაქის მოედანზე(სადაც იწყებოდა მათი აქცია) პლაკატით “რუსული ბორში პრორუსებისთვის”.
მადლობა ყველა ტელევიზიას და მედიას გაშუქებისთვის, ეს ქალაქი არ უჭერს მხარს ანტიდასავლურ, მოძალადე, რუსეთისგან დაფინანსებულ, ქოცების სატელიტ პოლიტიკურ პარტიას მხარს, და იცოდეთ ეს კარგად. “- წერს აკაკი საღინაძე სოციალურ ქსელში.
დღეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენდა.