ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ეგრედ წოდებულ სტეკლოტარის ხიდზე მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ტოპნიუსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
“ერთმა მგზავრმა ფეხი იტკინა, მცირედით დაშავდა, ამიტომ გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოუწვია,”-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
topnews.xomge