LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქუთაისს ჰყავს სპეციალისტების სწორედ ის რესურსი, რომელიც პროექტისთვის მნიშვნელოვნად საჭიროა” – როდის ვიხილავთ ქუთაისურ ელექტრმობილებს

“ქუთაისს ჰყავს სპეციალისტების სწორედ ის რესურსი, რომელიც პროექტისთვის მნიშვნელოვნად საჭიროა” – როდის ვიხილავთ ქუთაისურ ელექტრმობილებს

დაპოსტა 2019/09/12-ში
A A
256
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის დაგეგმარება სრულდება. სექტემბრის ბოლოს, ძველი აეროპორტის ტერიტორიის ნაწილზე მშენებლობა დაიწყება.

ელექტრომობილების ქარხანას კომპანია „აიპროდაქშენი” აშენებს. როგორც “ფორტუნასთან” კომპანიის დირექტორი აკაკი მამალაძე აცხადებს, მშენებლობა 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ბაზარზე ქართულ ელექტრომობილებს.

ქუთაისის ქარხანაში ელექტრომობილები იმპორტირებული ნაწილებით აეწყობა და ქართულ გზებს სრულად იქნება მორგებული.

მაღალი გამავლობა, ქართული გარანტია და სერვისი – სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს “აირპოდაქშენი” პირველ ეტაპზე, მომავალში კი, მას შემდეგ, რაც სრულად გაეშვება პროექტი, ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, იმპორტირებული ნაწილების წილის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.

მოკლედ, გეგმაშია ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად უნდა გადაიქცეს და 3 ათასამდე ადამიანი დაასაქმოს.

“ფორტუნას” ამ და სხვა კითხვებზე კომპანიის დირექტორი აკაკი მამალაძე პასუხობს:

  • რატომ ქუთაისი? 

საქართველოში არსებული ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე,  ელექტრომობილების საწარმოს აშენება ქალაქ ქუთაისში გადავწყვიტეთ. კერძოდ, ავტომშენებლის ქუჩა 41-ის მიმდებარედ არსებული ძველი აეროპორტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე.

პროექტი სამი ეტაპისგან შედგება: პირველი რიგში ელექტრომობილების ამწყობი საწარმო აშენდება, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად ქარხანა ოთხი მოდელის ავტომობილს გამოუშვებს.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ელექტრომობილების, არამედ  მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა სადაც 3 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

საბედნიეროდ, ქუთაისს ჰყავს სპეციალისტების სწორედ ის რესურსი, რომელიც პროექტისთვის მნიშვნელოვნად საჭიროა. ჩვენ უკვე მოვიკვლიეთ სწორედ ის ინჟინრები, შემდუღებლები საწარმო ხაზების სპეციალისტები და მენეჯერები რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტს.

საწარმო პროცესების პარალელურად, იგეგმება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. გეგმაში გვაქვს ტექნიკური კოლეჯის გახსნა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდობა დაეუფლება ავტოწარმოების სპეციალობებს.

  • პირველ ეტაპზე, როგორც ვიცით, ელექტრომობილები აეწყობა იმპორტირებული ნაწილებით. რომელი ქვეყნიდან იგეგმება შემოტანა?

Aigroup-სა და ავტომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ჩანგან“-ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი. შემუშავდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების ორგანიზებას, რასაც კომპანია „აიფროდაქშენი“ უზრუნველყოფს.

„ჩანგან“-ს გააჩნია პარტნიორული საქმიანობები ავტოინდუსტრიის ცნობილ კომპანიებთან როგრიცაა “Groupe PSA”, “Ford”, “Mazda”, “Suzuki” და სხვა გლობალურ მწარმოებლები.

პირველ რიგში განზრახული გვაქვს ამწყობი საწარმოს შექმნა, სადაც ჩინეთიდან ჩამოტანილი ავტონაწილებისგან მოხდება ელექტრომობილის ქუთაისში აწყობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სრულად გაეშვება პროექტი, ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, იმპორტირებული ნაწილების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდება.  

 

  • რა რესურსი ექნება ქართულ ელექტრომობილებს?

ჩვენთან წარმოებული ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად გაივლის.

დასაწყისისთვის ჩვენ გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეთჩბექს, რომლის გამავლობა ამ ეტაპზე 450 კილომეტრია, მაგრამ, მათი მონაცემები ტექნოლოგიური დახვეწის შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება.

გარკვეულ პერიოდში დავამატებთ უფრო მცირე A-კლასის მოდელს BENNI, რომლის გამავლობაც ერთ სრულ დამუხტვაზე 250 კილომეტრია. ახლო პერიოდში გამოვა BENNI-ს ახალი მოდელი, რომელსაც გაორმაგებული ძრავი და გაძლიერებული ბატარეა ექნება. სამომავლოდ გათვალისწინებული გვაქვს ჯიპების წარმოება (CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep), რომელიც ასევე 450 კილომეტრს გაივლის ერთ სრულ დამუხტვაზე.

 

  • თუ შესაძლებელია შევადაროთ ქართული ელექტრომობილების რესურსი, ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ „ნისან ლიფს“, რამდენად უკეთესი იქნება საქართველოში აწყობილი მოდელები?

ლიფი ელექტრომობილების ოჯახში ცოტა მოძველებული მოდელია და იგი საშუალოდ მხოლოდ 130 კილომეტრს გადის ერთ სრულ დამუხტვაზე. ჩვენს მიერ სამომავლოდ წარმოებული სედანი კი ერთ სრულ დამუხტვაზე საშუალოდ  450 კილომეტრს გადის. ასევე, ეს მოდელი შედარებით ახალი თაობის ტექნოლოგიაა და მისი ძრავის მოცულობა არის 60კვ/სთ. ტექნოლოგიურად ჩინური ბრენდები ბოლო პერიოდისათვის ჩქარ ტემპში ვითარდება და შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ გვექნება ახალი და სულ უფრო და უფრო დახვეწილი მოდელები.

ადგილზე წარმოებულ ავტომობილებს ექნებათ 3-5 წლამდე გარანტიები, ხოლო ელექტრომობილის ელემენტებს 8-წლიანი გარანტია მოყვება. ამასთან ერთად, ჩვენს ავტომობილებს ექნებათ სრული მომსაახურების სერვისები განლაგებული სხვადასხვა ქალაქებში. 

 

როგორი იქნება ელექტრომობილების ქარხანა:

  • რა ეღირება საქართველოში აწყობილი ელექტრომობილები?

თავდაპირველად ჩვენ ვგეგმავთ  4 მოდელის – ჯიპი, სედანი, გოლფი და ჰეთჩბექის გამოშვებას. ფასი იქნება ჩამოყალიბებული ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასევე, იარსებებს  ლიზინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული სეგმენტის ინტერესების დაკმაყოფილებას. აღნიშნული მოდელების რეალიზაცია პირველი ეტაპისთვის საქართველოში მოხდება. უახლოეს წლებში კი საექსპორტო გაყიდვებიც იგეგმება.

 

  • პირველი ქართული ელექტრომობილი ქალაქის მანქანა იქნება, თუ მისით გადაადგილება ყველგან თავისუფლად იქნება შესაძლებელი

გამომდინარე განმავლობიდან ჩვენი ელექტრომობილები გვაძლევს საშუალებას  გადავადგილდეთ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში. სამომავლოდ, ისე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომ მოსალოდნელია ეს დისტანციები გაიზარდოს. ავტომობილები აუცილებლად ადაპტირებული იქნება ადგილობრივი პირობებისათვის და დესტრუქციული, გრუნტის ან მთაგორიანი გზები არ იქნება მისთვის ბარიერი. შესაბამისად საქართველოს პირობებში ჩვენი მოდელები აბსოლუტურად  გამართლებული იქნება.

 

  • სერვისს თუ შესთავაზებთ მათ ვინც ქართული ელექტრომობილის შეძენას გადაწყვეტს.

ჩვენს მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს ექნებათ ქარხნული გარანტიები. მაგალითად, ელემენტებს ექნებათ 8 წლიანი გარანტია. ასევე, ავტომობილებზე გვექნება სრული სერვისი ყველა რეგიონში სადაც, პროფესიონალი პერსონალი დროულად აღმოფხვრის წარმოქმნილ პრობლემებს.

 

  • დაბოლოს, მნიშვნელოვანი თემაა ეელექტრომობილების დამტენები – აპირებთ თუ საქართველოში ასეთი სადგურების რაოდენობის გაზრდას?

Aigroup ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც საქართველოში მწვანე ბიზნესის მდგრადი განვითარების პროექტებს ახორციელებს. ჩვენი კომპანია Aiproduction  ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიაა, ამ მიმართულების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მისიით არის დაკავებული სწორედ ჩვენი კომპანია Aienergy. ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიბმული Aigrup-ის მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანია Aicar, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აპრილის თვიდან წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში და 2019 წლის აგვისტოდან, აჭარის ტერიტორიაზეც ოპერირებს. უახლოეს მომავალში, ამ სერვისით ისარგებლებენ ქუთაისში, რუსთავში, თელავში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. Aigroup -ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, რომელსაც Aipower ახორციელებს.

Aienergy ეტაპობრივად ახორციელებს ქვეყანაში ელექტრო გასამართი სადგურების მონტაჟს. ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენი უპირველესი ინტერესია ხელი შევუწყოთ ამ ბიზნესს, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში ამ ელექტრომობილების განვითარება. აშკარად შესამჩნევი ფაქტია, რომ ადგილობრივი მომხმარებელი სულ უფრო და უფრო ხშირად ავტომობილის ყიდვისას აქცენტს ელექტრომობილზე აკეთებს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელოვნური ბარიერები აღმოვფხვრათ და მაქსიმალურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში.

fortuna.ge

თეგები: ავტოქარხანაავტოწარმოებაელექტრომობილებიელექტრომობილების ქარხანაქუთაისი
გაზიარება137

დაკავშირებული -პოსტები

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

by მეგა TV
აპრილი 28, 2025
0
„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
თებერვალი 15, 2025
0
“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

by მეგა TV
იანვარი 3, 2025
0
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 26, 2024
0
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა
მთავარი

3 წლის დოგი კევინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს, მოკვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. როგორც ძაღლის პატრონმა, ამერიკელმა ტრეისი ვულფმა განმარტა, კევინი გასულ კვირას, დაუგეგმავი ოპერაციის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)

by მეგა TV
ივნისი 22, 2024
0
როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)
მთავარი

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში. ფოტოებს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი ავრცელებს  

დაწვრილებითDetails

მთვარე 18 წლის მერე პირველად გაჩერდება

by მეგა TV
ივნისი 17, 2024
0
ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ – რისი ნახვა შეგიძლიათ დღეს
მთავარი

უახლოეს თვეებში დედამიწელები შეძლებენ დააკვირდნენ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას - მთვარის დიდ გაჩერებას. მოგეხსენებათ, დედამიწის ირგვლივ ბრუნვის დროს, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს შეუძლია ჰორიზონტის მიღმა აიწიოს და ჩამოვიდეს 57 გრადუსის ფარგლებში. ყოველ 18...

დაწვრილებითDetails

ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება-ცვლილება ძალაში შევიდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2024
0
ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება-ცვლილება ძალაში შევიდა
მთავარი

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის...

დაწვრილებითDetails

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

by მეგა TV
აპრილი 5, 2024
0
ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს
ახალი ამბები

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს .მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა. რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"