ქუთაისს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრებს სტუმრობენ. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები შეხვდნენ. საუბარი იმ ტურისტულ პოტენციალს შეეხო, რაც იმერეთის მხარეს გააჩნია. ადგილზე იმყოფებოდნენ წყალტუბოსა და ბაღდათის მერები. წყალტუბო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოცირებული წევრია. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ ქალაქი აღნიშნული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს. შეხევდრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო წყალტუბოს პარკისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჯების საკითხს.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.