17-20 ოქტომბერს თბილისში ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კალათბურთში. მასში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილის მფლობელი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N11 სპორტული სკოლის გუნდი „ქუთაისი“ გახდა. მე-2 ადგილზე „აზერბაიჯანი“, მესამეზე კი „აფხაზეთი“ გავიდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბაქარ ბერეკაშვილი დასახელდა.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით შედგა.