ქუთაისი საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი 2025”-ისთვის ემზადება. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 18 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება. მაყურებელი ამავე თეატრის სპექტაკლს ,,იმერული რექვიემი” იხილავს.
ფესტივალში ,,თეატრალური იმერეთი” თორმეტივე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრები, ასევე სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალს აზერბაიჯანისა და იტალიის თეატრები უერთდებიან.
ფესტივალს წელს 29 ივნისს სტუმრის სტატუსით ეწვევა რუსთაველის ეროვნული თეატრი სპექტაკლით ,,მილიონერი ნაპოლი”. ამ სპექტაკლზე დასწრება ფასიანი იქნება.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის 15 სპექტაკლი მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანზე დასწრება თავისუფალია.
იხილეთ სრული განრიგი:
ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, 2 ივლისს დასახელდებიან გამარჯვებულები.
პროექტს უკვე თექვსმეტი წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.