ქუთაისში 13-დან 15 ივნისამდე „გემო ფესტს“ უმასპინძლებს.
ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარედ დღეს 15:00 საათიდან დაიწყება. იქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
საღანოს ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ჯგუფი Eko & Vinda Folio წარსდგება.
ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.
მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
„გემო ფესტის“ მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია „ბორჯომი“.
„გემო ფესტი” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.