”იმის გათვალისწინებით რომ იმერეთი და ქუთაისი არის კორონავირუსის გავრცელების რისკ ჯგუფში, სამწუხაროდ იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემით საერთოდ არ არის დაკავებული და მხოლოდ საჩვენებელი თათბირითადა და სურათებით არის დაკავებული.” – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ განაცხადა.
”ჩვენ მოვუწოდებთ რომ სასწრაფოდ შეიქმნას საგანგებო შტაბი, რომელიც დაიწყებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ყოველდღიურ რეჟიმში. ინფორმაციის მიწოდება რა კეთდება ქუთაისში და მთლიანად რეგიონის მოსახლეობისათვის. ჩვემ ვუყურებთ საზოგადოებრივ ტრანსპოსტში არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელს რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა და ანტისანიტარიაა. ეს არის ამ ვირუსისა და ანტისანიტარიის ერთ-ერთი კერა და სამწუხაროდ არ ხდება მისი დეზინფექცია. ასევე მძიმე დღეშია ტრანსპორტი, რომლითაც აეროპორტში თანამშრომლები გადაჰყავთ და გუშინ გასცეს მხოლოდ წერილობითი რეკომენდაცია რომ მძღოლებმა და გადამზიდავებმა თვითონ უნდა გააკეთონ დეზინფექცია.
მე მოვუწოდებ მერს სარეზერვო ფონდი არ არსებობს პარტიულად დასაქმებულებისათვის, არამედ იგი ასეთ მდგომარეობაში უნდა გამოიყენონ საკუთარი ხალხისთვის. და სწორედ მერიამ, გუბერნატორმა თავიანთი სახსრებით უზრუნველყონ ეს დეზინფექციის სამუშაოები და პირადად დააკვირდნენ და დააწესონ კონტროლი რომ ყოველ დილას და საღამოს ტარდებოდეს სამუშაოები, რათა თავიდან ავიცილოთ ძალიან მძიმე შედეგები.” – განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ.