ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე – ქალაქის ცენტრში აქცია დაიგეგმა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე ავრცელებს.
”ბოლო დროს გაჟღერებული ანტისემიტური განცხადებების გამო, კვირას -10 იანვარს , 12 საათზე თეატრის წინ გაიმართება აქცია ” ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე”. ქართველ და ზოგადად ყველა ებრაელს გვინდა ვუთხრათ, რომ რამდენიმე ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება არ არის ქალაქის მოსახლეობის პოზიცი. იმედია შემოგვიერთდდებით.” – წერს ხვიჩა ვაშაყმაძე.