ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევათა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“შემთხვევები ძირითადად უკავშირდება ორ მთავარ ფაქტორს. ეს გახლავთ ზაფხულის განმავლობაში სერიოზული მობილობის ზრდა და მეორე დაკავშირებულია პირდაპირ სამასპინძლო დაწესებუელებებთან. აგვისტოს ბოლოს რამდენიმე დიდი სადღესასწაულო საქორწილო ღონისძიების ჩატარებას უკავშირდება, გურიის კლასტერი, რომელიც დროზე შევაჩერეთ, იქ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ გვაქვს, სამწუხაროდ, გუშინ გამოვლენილი ქუთაისის კლასტერი, ცაგერის კლასტერი, სადაც სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, დაგვეძაბა სიტაუცია ზუგდიდში, სადაც გვაქვს ენგურჰესზე დასაქმებულ ადამიანებში დადასტურებული შემთხვევები და მოგეხსენებათ ქუთაისის სკოლის კლასტერი, სადაც სკოლის 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული. დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა, ყველა ეს დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.