ქუთაისის 2 სკოლა კორონავირუსის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით ინფიცირებულ ბავშვებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციასა და კარანტინში:
“ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან რა თქმა უნდა არის ახალი, სხვადასხვა წყარო, ვერ დავკონკრეტდები, რადგან ერთი რომელიმე კონკრეტული მასიური გავრცელება არ გვაქვს. სამწუხაროდ ინიცირებულებს შორის არიან ბავშვები, რის გამოც ქუთაისის ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმში და ყველა, მასწავლებლებიც და ბავშვებიც, ვისაც ჰქონდათ კონტაქტი დაინცირებულებთან ნაწილი გადავიდაიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის გუბერნატორი არ აკონკრეტებს რომელ სკოლებში გამოვლინდა კორონავირუსი. მისი თქმით დაინფიცირებულია 2 მოსწავლე. ერთ-ერთი ინფიცირებული მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელია.