ქუთაისში ხარების ეკლესიაში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინება. მას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე უძღვებოდა.
მრევლი საგანგებო რეჟიმით დადგენილ წესებს იცავდა და ისინი მონიშნულ ადგილებზე დისტანციის დაცვით იდგნენ. მრევლს წირვა – ლოცვის მოსმენა ეკლესიის ეზოშიც შეეძლო.
მორწმუნეების განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მრევლის ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში დაესწრება, თუ სატელევიზიო ეთერით მოისმენენ.