ქუთაისის ცხელების ცენტრში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა.
ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ის ახალგაზრდა მამაკაცია და კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს.
ახალ ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს ცხელების ცენტრში 3 ტესტი აიღეს. სულ გახსნიდან ცენტრს 250 ადამიანმა მიმართა, აქედან კორონავირუსი 4 დაუდასტურდა.