ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კოვიდ ტესტირებისათვის კარავი დაიდგმება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ “მეგა ტვ”-ს ეთერში განაცხადა.
“ჩვენ მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებსაც ბოლო 2-3 კირის განმავლობაში აჭარაში ჰქოდათ ვიზიტი, განსაკუთებით იმ პირებს, რომლებიც “დონაში” იმყოფებოდნენ, ასევე ის ადამიანები რომლებიც იმყოფებოდნენ ქორწილში რესტორან “მრავალჟამიერში” ან რომელიმე მასობრივ ღონისძიებაზე მოგვართონ.
კარვის მოწყობით ჩვენ გავზრდით ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვმობას, რათა არ გაგვეპარტოს უსიმპტომო შემთხვევები ქალაქში.
ვირუსმა ბოლო პერიოდში შეიცვალა ხასიათი, ის ნაკლებად რთულად მიმდინარეობს და ლეტალურმა შემთხვევებმაც იკლო. ამიტომ ძალიან მნიშვლეოვანია ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ “მეგა ტვ”-ს ეთერში განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისში კოვიდ19 ააიპ „ქუთგანათების სერვისი”-ს თანამშრომელს დაუდასტურა