ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ მერიიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაიცვლა, ამის შესახებ ის თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.
”ესეც მომავლის და გეგმების შესახებ! ვკითხულობ კომენტარებს და სიტყვები ნამდვილად არ მეყოფა ემოციის გადმოსაცემად… აუცილებლად გიპასუხებთ ყველას, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ!
კიდევ ერთხელ,
მადლობა!” – წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
ნინი თვალთვაძემ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.