ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,მართვე” სეზონის განახლებისთვის ემზადება.
ავთანდილ რევიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რაჭაში ადგილობრივ ,,რაჭა 2020″ – თან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.
ჩემპიონატი 7 აგვისტოს განახლდება. ქალთა ლიგის მე-13 ტურში ,,მართვე” სტუმრად ,,გორს” დაუპირისპირდება. ფოტო -FC Martve Kutaisi