ქუთაისის ტორპედო გრიგოლ დოლიძემაც დატოვა. დოლიძე ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბოლომდე ტორპედოში იყო და სიტუაციის გამოსწორებას ელოდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ვეტერანი ფეხბურთელი კარიერას წყალტუბოს სამგურალში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამგურალის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. წყალტუბოელები წელს დაუბრუნდნენ ეროვნულ ლიგა 2-ს.
36 წლის დოლიძეს სხვადასხვა დროს-გურიაში, მერცხალში, სიონში, ამერში, აზერბაიჯანულ სიმურგში, ოლიმპში, ბაიაში, დილაში, ზესტაფონში, სამტრედიასა და ქობულეთის შუქურაში უთამაშია.