ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორთაბრძოლებს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან ერთად დაესწრო.
ტურნირში, რომელშიც ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდენ, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
170 სპორტსმენი 4 დღის განმავლობაში პირველი ადგილისთვის იბრძოდა.
დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ასევე, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ კრივში ევროპის ჩემპიონატი წელს, საქართველოში ჩატარდება.
ჩემპიონები:
ერემეიშვილი საბა (ქუთაისი)
კვინიკაძე საბა (ქუთაისი)
შარიქაძე ტარიელი (ზესტაფონი)
დეკანოზიშვილი გიორგი (თბილისი)
მარგიევი ანი(გორი)
ტაგიევი მურადი (რუსთავი)
კეჭაყმაძე ლიკა(სიღნაღი)
ბასარია ლუკა (ფოთი)
ჯანელიძე ირაკლი (ფოთი)
ტყებუჩავა საბა (ფოთი)
გორდულავა გოჩა (ზუგდიდი)
თოდუა გივი (ზუგდიდი)
ნამაზოვი მეხმან (გარდაბანი)
ახალაია გიორგი ( ხობი)
ცანავა გიგი (ხობი)
გასულ წელს, თბილისმა ევროპირველობას მოსწავლე მოკრივეთა შორის უმასპინძლა. ჩემპიონატმა კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ჭაბუკ მოკრივეთა შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ივლისში, სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება.