ქუთაისის საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” ისევ აუქციონზე გააქვთ- “ტორპედოს” გაყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობა 567 017 ლარად შეეცდება. კლუბის შეძენით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული. დღეს, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის “ალიანს ჯგუფის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აუქციონის პირობების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უპასუხა ქუთაისის მერიამ სააუქციონო პირობებში სულ 11 ვალდებულება გაწერა. მათ შორის, ინვესტორი ვალდებული იქნება კლუბში ყოველწლიურად სულ მცირე ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ქუთაისის მერიამ “ტორპედო” აუქციონზე პირველად 2017 წელს გაიტანა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გაიყიდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ “ტორპედოთი” იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.