ქუთაისის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, მერაბ კვიცარიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას “მთავარი” ავრცელეს. ავტოქარხნის მაჟორიტარ-დეპუტატს ცხელების სიმპტომი გუშინ დაუფიქსირდა, დღეს კი ტესტის პასუხი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
აქვე, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა-საქართველოში დადასტურებული 680 შემთხვევიდან 150 ინფიცირებული სწორედ ამ რეგიონიდანაა.
mtavari.tv