“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ინფორმაციით იმ მუნიციპალური შპს-ებიდან, რომელთაც ინფორმაცია გასცეს, ქუთაისში ყველაზე მეტი – 30 დასაქმებული შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს” ჰყავს, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტს კი შპს “საკალათბურთო კლუბი ქუთაისი -2010”-ი ხარჯავს.
უფრო კონკრეტულად შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს” 30 დასაქმებული ჰყავს, 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ ხელფასებზე 34.600 ლარი გამოყო, საშუალო თვიური ხელფასი 384.44 ლარია.
“შპს საკალათბურთო კლუბი ქუთაისი-2010”-ში 28 ადამიანი დასაქმებული, კომპანია ხელფასებზე აღნიშნულ პერიოდში 289,978,37 ლარი დახარჯა, აქ საშუალო თვიური ხელფასი 3452.12 ლარია
“შპს რამაზ შენგელიას სახელბის სტადიონზე” 23 დასაქმებულია, აქ ხელფასებზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 41.025 ლარი გაიცა, საშუალო თვიური ხელფასი კი 594.57 ლარია.