ქუთაისის მუნიციპალიტეტის ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში გადაცემა ,,ფორუმი” ჩაიწერა. ეს პირველი გადაცემაა მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახელწოდების საზოგადოებრივი გადაცემა მეგა ტვ-ს ეთერში დაბრუნდა.
ძირითადი თემა იმ საჭიროებათა განხილვა და ადვოკატირება იყო, რომელიც მეგა ტვ-თან შეხვედრებისა და ინტერვიუების დროს გამოვლინდა. გადაცემაში მონაწილეობდნენ გიგა ციბაძე- ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მერაბ კვიცარიძე-მაჟორიტარი დეპუტატი, იმედა საღინაძე-მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ყურაშვილი-ქუთაისის ინფრასტრუქტირის სამსახურის უფროსი/ ნინელი ბაღათურია, მანანა გვარამია, ნატალია ჩოფლიანი, ჟანა ტურკინა, ნუგზარ გიორგაძე- ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი.
გადაცემის მსვლელობის დროს ძირითადი ყურადღება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასა და ლეჟავას ქუჩის # 3 -ში მცხოვრებ ადამიანთა საჭიროებებზე გამახვილდა.