ქუთაისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღუდგა. ამის შესახებ “სოკარ ჯორჯია” გაზში განაცხადეს.
“14 თებერვლის 17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ბუნებრივი აირის გარეშე 100 აბონენტი იყო დარჩენილი. ამ დროისთვის ყველა აბონენტი ჩართულია,”-განაცხადეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ქუთაისის 44 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 12 თებერვალს შეუწყდა. მიზეზად ქვიტირის ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარია სახელდება. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას არ ჰქონდა ელექტრო ენერგიაც.