ქუთაისის მერიაში დენის სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. დაკვამლიანებული იყო ადმინისტრაციული შენობის ფოიე. შემთხვევა შენობის პირველ სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა, რამაც მოქალაქეთა მიმღების მუშაობა შეაფერხა.
როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ შენობაში დაკვამლიანება იყო და პრობლემა აღმოფხვრილია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.