ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მაია მურუსიძემ ქალაქის მერიას სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო.
“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით რეორგანიზაციის საფუძველზე მაია მურუსიძე განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მაია მურუსიძის სარჩელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მაია მურუსიძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და მაია მურუსიძე აღდგენილი იქნა თანამდებობაზე, ასევე დაეკისრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მაია მურუსიძის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მაია მურუსიძის თანამდებობიდან განთავისუფლების კანონიერების შესახებ და გამოცხადა განჩინება, რომლითაც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მაია მურუსიძის სამსახურიდან განთავისუფლების დროს ადგილი ქონდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, აღადგინა თანამდებობაზე და აუნაზღაურა განაცდური სრულად.” – წერს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა თავის ფეისბუკზე.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება თავად მაია მურუსიძე:
“მადლობა ღმერთს, დასრულდა როგორც იქნა ეს უსამართლობა!
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რობიზონ ხურცილავას ჩემს უნიჭიერეს და ბრწყინვალე ადვოკატს იმ მხარდაჭერისთვის და შრომისთვის, რომელიც მან გასწია გამარჯვების მიღწევისთვის.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს სამართლიანობის აღდგენისთვის.
დიდი მადლობა “ქართულ ოცნებას” იმ რეფორმებისთვის, რომელიც სასამართლოში გატარდა და შესაძლებელი გახდა სასამართლო წესით სამართლიანობის აღდგენა მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე საჯარო სტრუქტურაა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ეს წინა ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო. მინდა სურვილი გამოვთქვა – ისეთი კადრებით დაეკომპლექტებიოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ხელმძღვანელები, რომ აღარავის მოუწიოს თავისი შრომითი უფლებების სასამართლო წესით დაცვა.
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი პრობლემები, მითანაგრძნობდნენ, მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ სიტყვიერად თუ ფინანსურად. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ.” – წერს მაია მურუსიძე თავის ფეისბუკზე.
მაია მურუსიძე სამსახურიდან 2018 წელს, რეორგანიზაციის დროს გაანთავისუფლეს. მან საქმე ორ ინსტანციაში მოიგო,