საგუნდო მუსიკის კლასიკოსის, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, ქუთაისის კამერულ გუნდს იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა. სახელოვან ქართულ მუსიკალურ კოლექტივს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე ხელმძღვანელობს.
“მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, იოსებ კეჭაყმაძის ოჯახს, რადგან სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ქუთაისისთვის ძვირფასია იოსებ კეჭაყმაძის „ ქუთაისური სერენადა“, რომელშიც ჩვენი ქალაქის მელოდია და აქცენტები ელეგანტურად და სიფაქიზითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც უხდება ქუთაისს.” – წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თავის გვერდზე.