ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკის მთავარმა ექიმის თეიმურაზ ნადირაძემ თქმით ყველა პასუხი არის უარყოფითი.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.