ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს,ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
“სამი პაციენტი დაგვემატა ერთი ოჯახის წევრები. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილი თბილისში. მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს, რადგან ქონდათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ”,-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 14 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.