თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა. ასევე გაიმართა დავით კაკაბაძის სახელობის არტ პლენერი, ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გალერეა „ვარლაში“ გამოიფინება.
ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს 15 მაისიდან მასპინძლობს. „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში მონპლეზირის თაღთან სტენმსილი “მე შენ მიყვარხარ” აღდგა და დაიწყო რამდენიმე თვის წინ ვანდალურად დაზიანებული ვინი გრაფიტის კონსერვაცია.