ბუნებრივი აირის მიწოდება ქუთაისის 17 საბავშვო ბაღს აქვს შეწყვეტილი, თუმცა აქ სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არაა. ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით დღეს ბაღებში 400-მდე ბავშვი გამოცხადდა.
“თუ მშობელს გამოუვალი სიტუაცია აქვს, მას შეუძლია ბავშვი ბაღში მაინც დატოვოს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ღუმელებით ერთ ოთახს გავათბობთ, თუმცა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში არ წარიმართება,”- განაცხადა ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების” გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სულ 9 332 აღსაზრდელია.
ქუთაისში 44 000-მდე აბონენს გაზი მეორე დღეა არ მიეწოდება. ბუნებრივი აირი მოსახლეობას დღოს ბოლომდე უნდა აღუდგეს.