ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო, ქუთაისის 17-მდე საბავშვო ბაღსა და 20 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
“თუ მშობელს გამოუვალი სიტუაცია აქვს, მას შეუძლია ბავშვი ბაღში მაინც დატოვოს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ღუმელებით ერთ ოთახს გავათბობთ, თუმცა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში არ წარიმართება,”- განაცხადა ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების” გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.
წიტაიშვილის განმარტებით, სასწავლო პროცესი ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისთანავე განახლდება.
რაც შეეხება სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი დღეს ერთი დღით შეწყდა. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 20-მდე სკოლა, რომელსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მოსწავლეებს არ მიიღებს. სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება ქუთაისში 44 000-მდე აბონენტს აქვს შეწყვეტილი. ამის მიზეზი ქვიტირის ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიაა. ბუნებრივი აირის ქალაქშო სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება.