LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

ფოტო: კახა მჭედლიძე

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა

დაპოსტა 2020/02/10-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

2020 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც -3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 324,552 მგზავრი). ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა, რაც -16% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 252,176). ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა, რაც 38% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 15,973 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60% გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 3 წლის გახდა, გასულ თვეს 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -18% შემცირდა (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი). ამის მიზეზი რეისების კლება იყო. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით მხოლოდ 7 რეისი შესრულდა, რაც -22 % ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 9 რეისი).

ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 508 მგზავრი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სიტყვა წინა დღეებშიც არაერთხელ შეაწყვეტინა და “მიუხედავად არაერთი...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 577 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

“ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ!” – რევაზ ნადარაია

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული და „აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ” „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირში გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ, როგორღაც, „უფროსი ძმა“, „უმცროსი ძმა“ – ასე დაყონ თუ განასხვაონ წევრები” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ “- ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“
მთავარი

ამ კავშირში გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ, როგორღაც, „უფროსი ძმა“, „უმცროსი ძმა“ - ასე დაყონ თუ განასხვაონ მისი წევრები, ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში სცილდება თვითონ ამ კავშირის ფუნდამენტურ მიდგომას და...

დაწვრილებითDetails

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა...

დაწვრილებითDetails

” ოპოზიციას მორალი არ გააჩნია” – ირაკლი ჭეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

დაახლოებით მსგავსი ამბავი იყო, როდესაც ბათუმში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი და მაშინაც გვახსოვს ჩვენი ქვეყნის მტრების განცხადებები, რომ მაქსიმალურად უნდოდათ ხელისუფლების დადანაშაულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან...

დაწვრილებითDetails

უმძიმესი ტრაგედია – ცნობილია ვინ არიან ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილები

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
უმძიმესი ტრაგედია – ცნობილია ვინ არიან ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილები
მთავარი

თბი­ლის­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბას და ამით გა­მოწ­ვე­ულ ნგრე­ვას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ვინ არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი? ნინო ჭე­ლი­ძე და მისი შვი­დი წლის შვი­ლი, ნუ­ცი­კო ფხა­ლა­ძე - ნინო...

დაწვრილებითDetails

“ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ” -გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ” -გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების განცხადება
მთავარი

ლიდერები მტკიცედ არიან განწყობილნი, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ...

დაწვრილებითDetails

როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
გუშინდელ აქციაზე დაშავებულებიდან კლინიკებში ამ ეტაპზე ექვსი პირი რჩება
მთავარი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭი რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება, 3 წლის...

დაწვრილებითDetails

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
მთავარი

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ილია ისა­ე­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია. ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრშია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ექი­მე­ბი კი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად. სწო­რედ ილია ისა­ე­ვის ბი­ნა­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რა­საც 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"