LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

ფოტო: კახა მჭედლიძე

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50%-ით გაიზარდა

დაპოსტა 2019/12/09-ში
A A
159
ნახვა
გაზიარება

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4,869,190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, მგზავრთნაკადის ზრდა კვლავ თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 214,571 მგზავრს მოემსახურა, რაც -18% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,209 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -2% კლებაა 11 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,470,438 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,547,553 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ნოემბერში 50 % გაიზარდა და 72,032 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 47,868 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 791,356 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41% მეტია. (2018 წელი 560,254 მგზავრი).

2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც 7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 24,677 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 580,370 მგზავრი).

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბრის თვეში უნდა ყოფილიყო 13 % ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში -18 % იანი კლებაა. ბათუმის აეროპორტში 15 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი მხოლოდ 7 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი – 50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

მესტიის აეროპორტი 11 თვეში 7,658 მგზავრს მოემსახურა. რაც 19 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,439 მგზავრი). ნოემბრის თვეში მესტიის აეროპორტით 572 მგზავრმა ისარგებლა, რაც 99 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 288 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 1,799 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,499 მგზავრი).

რაც შეეხება ნოემბრის თვეს, ნოემბერში ამბროლაურის აეროპორტი 130 მგზავრს მოემსახურა, რაც 83 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 71 მგზავრი).

11 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 9,457 მგზავრმა ისარგებლა რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,938 მგზავრი).

თეგები: აეროპორტიმოგზაურობაფრენაქუთაისის აეროპორტი
გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები ჩართული არიან...

დაწვრილებითDetails

დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან
მთავარი

დღეს,26 მაისს 15:00 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში შედგება. პირდაპირი ტრანსლაცია - rugbytvgeorgia- ზე სათამაშო შემადგენლობა : 0

დაწვრილებითDetails

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს: გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა. ა (ა) ი პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მთავარი

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ! - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლობები აღნიშნავენ, „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ...

დაწვრილებითDetails

ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
მთავარი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. წელსაც წვევამდელები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას...

დაწვრილებითDetails

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ. კურო ხანდახან უკან დახევა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"