პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ – ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
პრეს-ტურში წარმოდგენილ GAZETA.PL-ს ვებ-გვერდს თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ RADIO KRAKOW, RADIO KULINARNE, POJECHANA და MAGICZNY SKŁADNIK ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.
პრეს-ტურის ფარგლებში წამყვანი პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეფიციკას ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა პოლონეთის ოთხი ქალაქიდან: ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი და კატოვიცე ხორციელდება. 28 სექტემბრიდან კი კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისიდან მოხვედრა და პირიქით, პოლონეთის მეხუთე ქალაქში- კრაკოვის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.