ქუთაისის აეროპორტიში ავიაკომპანია Ryanair-მა დაიწყო ოპერირება. პირველი რეისი გუშინ ღამით ათის თხუთმეტ წუთზე მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულდა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერი აღმოსავლეთ და ცენრტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკა.
9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.
ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2 400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.