ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ანალიზზე 5 პაციენტის ნიმუში გაგზავნეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
როგორც თემურ ნადირაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული.