მცოცავი ოკუპაციის და სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენების პროტესტის ნიშნად, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა საზღვრისპირა სოფელ ერედვში აქცია-პერფომანსი მოაწყვეს.
მსახიობებმა პროექტის „ისწავლე თავისუფლება“ ფარგლებში, ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ერედვში, საზღვართან, საქართველოს დროშებით ხელში, კონსტიტუციის პრეამბულა თეატრალიზებულად წარმოადგინეს.
„ჩვენი სამოქალაქო ვალია ამ ადამიანების სევდას უფრო ხშირად გავუსწოროთ თვალი და უფრო ხშირად ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. „რუსეთი ოკუპანტია“ – არ არის უბრალოდ მესიჯი. ის ჩემი ქვეყნის რეალური მდგომარეობაა,“ – აცხადებს რეჟისორმა რეზი ქაროსანიძე.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობები აქციას „იკითხე კონსტიტუცია“, საზღვრისპირა სხვა სოფლებში, მოსახლეობასთან ერთად გეგმავენ.