ქუთაისელმა მთასვლელმა თემურ ქურდიანმა 23 სექტემბერს ჭაუხის მასივში მწვერვალ ასათიანზე ახალი მარშრუტი გაიარა. მარშრუტს თავისი სირთულეც ჰქონდა- პირველი თავისუფალი ცოცვა mix მარშრუტზე, მარშრუტის გავლა ჩაყინულ თოვლიან მონაკვეთებზე საცოცი ინსტრუმენტით და წრიაპებით მოხდა . მსგავსი ტიპის სოლო ასვლა აღნიშნულ რელიეფზე საქართველოში პირველია. ბანაკიდან ბანაკამდე მარშუტის ასვლა ჩამოსვლის დრომ 6 საათი და 15 წუთი შეადგინა. აქვე გეტყით რომ მწვერვალის სიმაღლე 3842 მეტრია. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა , თემურ ქურდიანი და ბექარ ფაჯიშვილი ახალი ექსპედიციის ფარგლებში ალპებში 25 დღის განმავლობაში მიზნად ისახავენ ერთ_ერთ ურთულეს მარშრუტს შეეჭიდონ, რაც გულისხმობს ჩრდილოეთ კედლებიდან 2 მთაზე ასვლას.იმ შემთხვევაში თუ ექსპედიცია წარმატებით დასრულდება თემური და ბექარი იქნებიან პირველი მთასვლელები, ვინც ალპებში მიზანდასახული მთების ჩრდილოეთ კედელზე გაივლის.
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მხოლოდ მათზე კონცენტრირება გმართებთ. ეცადეთ, არჩევანი მოგებიან და პერსპექტიულ საქმეზე შეაჩეროთ. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ – ნუ გაუცრუებთ იმედს, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ. კურო...