ქუთაისელმა ბექა აბრამიძემ საქართველოს ისტორია “სამეფო კარის თამაშების” ოუფენერში გააცოცხლა.
“გამარჯობა მსოფლიო, ეს ჩემი ნამუშევარია სახელწოდებით “საქართველოს ისტორია”. ჩემთვის შთაგონების წყარო “სამეფო კარის თამაშების” ოუფენერი გახდა, მაგრამ რასაც ჩემს ნამუშევარში ნახავთ ეს ფანტაზია არაა და არც შენობებია გამოგონილი, ყველაფერი რეალურია, ერთი ქვეყნიდან, იქიდან საიდანაც მე ვარ და რომელსაც საქართველო ჰქვია.
შენობები არის მონუმენტები, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. თქვენ შეგიძლიათ ჩემს ქვეყანაში ჩამოხვიდეთ და უძველეს დროში იმუგზაუროთ” – წერს ბექა აბრამიძე მის მიერ შექმნილი ანიმაციის შესახებ.