ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, შორენა ზვიადაძე 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს.
ის, ამავდროულად მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მევიოლინე და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგია.
პედაგოგმა მრავალი ისეთი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც თავიც ასახელეს და ქვეყანაც.
“ჩვენს კოლეგას, მუსიკის მასწავლებელ შორენა ზვიადაძეს, რომელიც ამავე დროს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მევიოლინე და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგია, ვულოცავთ 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარებას. მან მრავალი ისეთი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც თავიც ასახელეს და ქვეყანაც. იმედია, მის სახელოვან მოსწავლეებს ახალი სახელები შეემატება. წარმატებას ვუსურვებთ მას და მის აღსაზრდელებს.” – წერს ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.