“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.
აქცია 7 მარტს 11:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.