„ლელო-სარასენსისა“ და ქუთაისის „აიას“ ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მორაგბე ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა.
რაგბის კავშირმა სამძიმრის წერილი გაავრცელა:
„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო.
27 წლის მორაგბე ქუთაისის „აიასა“ და თბილისის „ლელო-სარასენსის“ ღირსებას იცავდა და ამ უკანასკნელთან ერთად, რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის იყო ყველა ასაკობრივი და „მზარდი საქართველოს“ (საქართველო XV) წევრი.
საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
27 წლის სპორტსმენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს Prime Sport-ის გუნდიც და მის ოჯახს თანადგუმას უცხადებს.