LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი

დაპოსტა 2019/08/06-ში
A A
140
ნახვა
გაზიარება

 “ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური,- ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში, იმ პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოს იმ პრობლემების სისტემური მოგვარება, რომელიც არის საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში.

„ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად – 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები.

„უკვე 2 წელია მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც უკვე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა ამოქმედებულია საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 118 აფთიაქში არის შესაძლებელი.

გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

,,4 თვე სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყრიდან - შეჯამება როგორც იცით, 12 მარტს ტყიბულის რაიონი სოფელი კურსების ნაწილი მეწყერმა გააქრო. დავკარგეთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, შინაური ფრინველები და ცხოველები… მეკითხებით...

დაწვრილებითDetails

40 წლიანი მცდელობის შემდეგ 63 წლის ქალი დედა გახდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აზერბაიჯანში 63 წლის ქალის ისტორია, რომელმაც პირველად იმშობიარა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი განხილვის საგანი გახდა. ექიმ ნატიგ მაჰარამოვის ინფორმაციით, მისი პაციენტი, ჰაგიგატი, დედობაზე ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდა. 40 წელზე მეტი...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს 

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.  გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.  სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან  ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის...

დაწვრილებითDetails

ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან
მთავარი

ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლა პედაგოგს ემშვიდობება. „უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს... მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ის...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე – დაშავებულები ქუთაისში გადაჰყავთ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია–ჯაპანის გზის მონაკვეთზე. „საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია“, – ამბობს ინფორმირებული წყარო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის...

დაწვრილებითDetails

ძალიან დიდი ფილა არის კედელს მოშორებული, ბავშვები თამაშობენ და ვინმე არ დაზიანდეს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ძალიან დიდი ფილა არის კედელს მოშორებული, ბავშვები თამაშობენ და ვინმე არ დაზიანდეს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
მთავარი

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, პირველ ნომერში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც "მეგა ტვ"-ს ადგილობრივი უყვება კორპუსის ფასადიდან, კერძოდ მე-7 სართულიდან მოზაიკა ცვივა, ფასადის ნაწილი კედელს დაშორებულია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ...

დაწვრილებითDetails

ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი
მთავარი

ხანძარი იყო გვიან ღამით ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ - "ინფო იმერეთის" ინფრომაციით, დამწვარია 15-მდე ობიექტი, სრულად არის განადგურებული პროდუქცია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ ობიექტში გაჩნდა და შემდეგ სწრაფად მოხდა...

დაწვრილებითDetails

გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი...

დაწვრილებითDetails

18 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"