ბექჰემების მილიარდერი რძალმა, ნიკოლა პელტცმა გამოცემა Grazia-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გამოცემასთან ინტერვიუში კი დედამთილთან კონფლიქტის შესახებ ღიად ალაპარაკდა. ის აცხადებს, რომ ვიკტორია მას ქორწილისთვის სამზადისის პროცესში იგნორირებას უკეთებდა. ბრუკლინის ცოლი, რომელსაც ბექჰემების უფროსი ვაჟი აღმერთებს, კვლავ საქორწინო კაბაზე საუბრობს: ‘ვგეგმავდი ვიკტორიას დიზაინით შეკერილი კაბის ჩაცმას და ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა. ის რომ მე ჩემი მომავალი დედამთილის მიერ შექმნილ კაბას ჩავიცვამდი, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. თუმცა, ის მე ქორწილის მთელი სამზადისის პროცესში იგნორირებას მიკეთებდა. მალევე მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ მისი მოდის სახლი ამ კაბას ვერ შეკერავდა. რა უნდა მეღონა? მე „ვალენტინოს“ ბრენდის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი მუდამ, ამიტომაც წავედი და მისი კაბა შევარჩიე“, – აცხადებს ნიკოლა.
მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს” – რას ჰყვება დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა
1 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, გუშინ იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს შუნტირება დასჭირდა. ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ. ყველას გვჯერა, რომ სიცოცხლით სავსე პატარა...









