ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, კომუნისტური სულისკვეთების წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.
ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც გაირკვა ყელსაბამების გაკეთება პედაგოგის იდეა იყო, სკოლის დირექტორის თქმით, წითელ და ლურჯ ყელსახვევებში ის პრობლემას ვერ ხედავს.