ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა – ამ სიტყვებით მიმართა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე რომან ხორავამ “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელებს.
„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ხორავამ სასამართლო პროცესზე.
საბოლოოდ კი 4 ბრალდებულს აღკვეთის სახით, წინასწარი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.