ქვიშხეთში, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, კორონავირუსის გადადების შიშით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოდ არ შეუშვეს.
როგორც Report.ge-სთვის გახდა ცნობილი, დღეს დილით ქართველი მუშები სამუშაოს შესასრულებლად ობიექტზე ჩვეულებისამებრ მივიდნენ, ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ კი მათ სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ქართველი მუშები სამუშაოზე დაუშვეს.
კომპანიის წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს, ამ დრომდე, არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი კომპანია, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” 2011 წლიდან აწარმოებს.